(კომშის ღვეზელი)

 

ოქტომბერი რომ ხის ტოტებზე აანთებდა

ბურთულა ფარნებს, დრო იყო:

კომშის კრეფას ვიწყებდით. მთელი სიყვითლე

კალათებით შეგვქონდა სახლში

 

ონკანს ვუდგამდით. ვაშლი და მსხალი

მათი სახელის შესატყვისად მწიფობდნენ მუდამ,

მარტივ სიტკბოთი, სულ სხვაგვარად, ვიდრე კომში,

ჩემი ანბანის შორეულ ხეზე

 

ლათინურ ბაღში,

უცხო, მძაფრ სურნელს რომ აფრქვევდა.

ვანაწევრებდით, წვრილად ვჭრიდით, კურკას ვაცლიდით

(ოთხი დიდი ხელი, ორი პატარა),

 

წვენსაწურის ორთქლში გახვეულს ვუმატებდით

შაქარს, ცეცხლს, ზრუნვას, რაც კბეჩისას

ენაზე გვაკლდა. ვისაც შეეძლო, ყველას სურდა

კომშის გასინჯვა,

 

მისი ჟელე, მუცლიანი შუშის ქილებით

ზამთრის მრუმე დღეებისთვის, თაროებზე

ჩამწკრივებულნი, იმ დღეების მარაგიდან

რომ ანათებდნენ, კვლავ ანათებენ.

 

 

თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა

1 2 3 4 5 6 7