ვეტერანთა ბაღი

 

ვეტერანები იზრდებიან ბალახებიდან

საპატიო მუნდირებში გამოწყობილნი.

თითბრის ღილები მკრთალად ბზინავენ

საღამოსპირის სინათლის შუქზე.

თითქოს ლაშქარი წამოდგაოძველი მითიდან –

როცა მიწაში ჩათესავენ დრაკონის კბილებს.

 

ვეტერანები ღიმილისას აჩენენ კბილებს,

გადამხმარი ბალახივით რომ გახდომიათ

– მითებივით ძველ ფოტოებზე.

ბრძოლა, როგორც  ერთი ბერძენი ამბობს,

ეს ფორმების დასაწყისია, ყველაფერი მასთან ბრუნდება.

ვეტერანები სწვდებიან მწვერვალს,

 

მოგონებების ყველაზე უფრო შორეულ მწვერვალს,

კონტრაჟურში მკრთალად რომ მოჩანს.

ჩასმულ კბილებზე, რახანია, არავინ ფიქრობს.

ბალახებშიჩამალულან შვილიშვილები

და ბედნიერად თამაშობენ მარტივ წესებით,

არად აგდებენ ვეტერანთა ბრძოლის მეთოდებს,

 

რაღაც მითიურ სამეფოთა ბრძოლის მეთოდებს

რომ ცდილობენ შეაკლან თავი. (აქ თეთრ ქვებად

იყენებენ სპილოს ძვალს და სელაპის ეშვებს)

ვეტერანთა ბაღში კარგად ხარობს ბალახი,

ლოკოკინა მისრიალებს სახლისკენ უკან.

 

ვეტერანები ბრუნდებიან წარსულში უკან,

მომავალი არად ადარდებთ. და მითებიც ასე იქმნება.

მხიარული პატარები თელავენ ბალახს,

ბრძოლაში დაღლილ მეომრებს რომ

ჰფენიათ გულზე. ცხოვრებაც აკი გაძლებაა

და ჭიდილი ბედისწერასთან შიშველი ხელით.

 

თეთრკაბიანი მომვლელები ერთგული ხელით

მიაგორებენ ვეტერანთა სავარძლებს უკან

სახლისაკენ, როცა პირველი ვარსკვლავები

ახელენ თვალებს და ლაშქარიც ძველი მითების

ოთახებში გაფანტვას იწყებს. როცა იქნება

მათ ნაკვალევზეც გასწორდება წელში ბალახი.

 

სილუეტებით მოფენილა მწვანე ბალახი,

აქ ზოგს კბილების დარდი აქვს და ზოგსაც მითების.

შამათის მერე აღარც მეფე და არც ბრძოლა აღარ იქნება.

 

 

1 2 3 4 5 6 7