როცა მიყვარხარ

 

როცა მიყვარხარ, ახალი ენა იბადება,

ჩნდება ახალი ქალაქები, ახალი ქვეყანა.

ლეკვივით იწყებს სუნთქვას საათი,

ხორბალი იზრდება წიგნის ფურცლებში,

შენი თვალიდან ტკბილი ამბები ამოაქვთ ჩიტებს,

ინდური სუნელის ქარავანიც

შენი მკერდიდან მიედინება.

ტყეებს ხანძარი ეკიდება

და ნუბიური დოლის ხმა ისმის.

 

როცა მიყვარხარ, შენი მკერდი იშორებს სირცხვილს

და უერთდება ჭექა-ქუხილს, ხმალს და ქარიშხალს,

არაბული ქალაქები ძლიერდებიან,

როცა მიყვარხარ

და რეპრესიის წინააღმდეგ დემონსტრირებენ,

საუკუნეთა შურისგებასა

და მის ვერაგულ კანონებზე დემონსტრირებენ.

 

როცა მიყვარხარ, მე სიმახინჯის წინააღმდეგ,

მარილის მეფეების წინააღმდეგ,

უდაბნოს ინსტიტუციონალიზაციის წინაამდეგ

ვიწყებ მარშით სვლას.

 

და გავაგრძელებ შენს სიყვარულს,

სანამ წარღვნა წალეკავს სამყაროს,

მე, გავაგრძელებ შენს სიყვარულს,

სანამ წარღვნა წალეკავს სამყაროს.

 

 

 

1 2 3 4 5 6