წერილი ზღვიდან
თუ ჩემი მეგობარი ხარ…
მიშველე… დაგტოვებ…
თუ ჩემი საყვარელი ხარ…
მიშველე… რომ შენი განკურვნა შევძლო…
რომ მცოდნოდა…
ოკეანე ასეთი ღრმაა… არასდროს გადავცურავდი…
რომ მცოდნოდა… ჩემი დასასრული…
არასოდეს დავიწყებოდი…
მე შენ გისურვებ… მასწავლე როგორ არ გისურვო…
სცადე… მასწავლე…
ღრმად როგორ ამოვჭრა სიყვარულს ფესვები…
სცადე… მასწავლე…
თვალებში, როგორ შეიძლება მოკვდნენ ცრემლები
და სიყვარულმა თავი მოიკლას…
და თუ შენ წინასწარმეტყველი ხარ
განმწმინდე ან შელოცვისაგან…
მიხსენი ამ ათეიზმისგან…
შენი სიყვარული ათეიზმს ჰგავს…
განმწმინდე ამ ათეიზმისგან…
და თუ ხარ ძლიერი…
დამიხსენ ამ ოკეანესგან…
რამეთუ მე ცურვა არ ვიცი…
და ლურჯი ტალღები…მიმათრევს…
შენი თვალების… სიღრმისკენ…
სილურჯე… სილურჯე… სილურჯე…
გარშემო სულ ლურჯი ფერია…
აღარც სიყვარული მახსოვს…
ნავიც კი არ ჩანს…
თუ გეძვირფასები…
მომკიდე ხელი…
თავიდან ფეხებამდე…
სავსე ვარ სურვილით…
მე წყალქვეშ ვსუნთქავ…
და მე ვიხრჩობი…
ვიხრჩობი…
ვიხრჩობი…