შეყვარებულმა მკითხა

 

შეყვარებულმა მკითხა:

რაა სხვაობა ჩემს და ცას შორის?

სხვაობა არის ჩემო საყვარელო, –

-როცა იცინი, ცა მავიწყდება.

 

 

 

ჩემს მკითხველს

 

და სულელები იტყვიან ჩემზე,

რომ მე ქალების თავშესაფარში შევდივარ

და არასდროს ვტოვებ მათ.

და ისინი მოითხოვენ ჩემს ჩამოხრჩობას,

რადგან საყვარელ ადამიანებზე ვღელავ.

მე, პოეზიას ვქმნი,

არასდროს ვიყიდებიჰაშიშში.

არასდროს ვიპარავ.

არასდროს ვკლავ.

უბრალოდ მიყვარს,

ნუთუ ეს ცოდვაა?!

 

და ჩემზე იტყვიან სულელები,

რომ პოეზიით მე ცა შევლახე,

როდის იყო სიყვარულს ცა შეებღალოს?!

ცა ჩემი ინტიმური ცხოვრებაა,

ის მაშინ ტირის, როცა მე ვტირი,

მაშინ იცინის, როცა ვიცინი,

მაშინ ინთება ცაზე ვარსკვლავი,

როდესაც მიყვარს.

მერე რა მოხდა

თუ მე საყვარლის სახელით ვგალობ

და მას ვრგავ ყველა დედაქალაქში,

როგორც წაბლის ხეს.

 

სიყვარულია ჩემი შეძახილი,

ჩვილივით წმინდა,

 

გზა – მოციქულთა

და მე ყოველთვის დავწერ

ძვირფასი ადამიანის ტკივილს,

სანამ მის ოქროსფერ თმაში ჩავდნები,

მის ცის ოქროში.

სანამ მიწაზე სიყვარული ჰაერს გაყვება.

მე ვარ ბავშვი,

რომელიც კედელზე ხატავს ვარსკვლავებს,

ისეთ ვარსკვლავებს, როგორიც მოსწონს.

მე ვარ ანბანი მეოცნებთათვის,

და მათ ტუჩებზე ვიწყები ასე –

-ა, ბ, გ.

 

 

 

1 2 3 4 5 6