სიტყვები

 

როცა ის მეხება, მე მაშინ ვუსმენ…

სიტყვები არ ჰგვანან სხვა სიტყვებს.

მას ხელში ავყავარ, ღრუბლებში მრგავს,

მერე წვიმდებიან ჩემი თვალები

და სურნელოვან აივნებზე ჩავედინები.

 

ჩემთვის ინახავს შვიდ მთვარეს და სიმღერის ნაკრებს

და გადამფრენი – მერცხლების გუნდს.

ის მჩუქნის მზესა და მჩუქნის გაზაფხულს.

მე თავს ბავშივით ვგრძნობ მის ხელებში,

როგორც ბუმბული უდაბნოს ქარში

და მეუბნება, რომ მე ვარ განძი,

რომ ვარ ათასი მნათობის ტოლი,

რომ მე ვარ განძი, მშვენიერება

სიტყვით და ენით აუწერელი.

კიდევ ბევრ რამეს მეუბნება და თავბრუსმახვევს

და მის ნაბიჯებს ვემორჩილებიდა ცეკვას ვიწყებ

 

სიტყვებთან…რომელიც ჩემს წარსულს ამხობს

და წამიერად ქალად გადამაქცევს…

გამომწყვდეულს ფანტაზიების სასახლეში…

და ვუბრუნდები… საწერ მაგიდას…

მეტი არაფერი…

მეტი არავინ… მოდის ჩემამდე…

გარდა… სიტყვებისა…

 

 

 

ჩვენს შორის

 

ჩემს ბაგესა და შენს ბაგეს შორის

ოცი წელია,

მაგრამ როცა ერთმანეთს ხვდებიან

წლები იშლება

და ცხოვრების ჭიქა იმსხვრევა.

 

იმ დღეს რომ შეგხვდი,

გავანადგურე ჩემი რუკები,

გავანადგურე  ჩემი ყველა წინასწარჭვრეტა.

არაბულ ულაყივით ვგრძნობ შენი წვიმის სუნს

სანამ დამასველებს

ვგრძნობ შენი ხმის პულსაციას

სანამ დაილაპარაკებ

ჩემი ხელით ვშლი შენს ნაწნავებს

სანამ შეიკრავ.

 

 

 

 

  არაბულიდან თარგმნა ირაკლი ბერიამ

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6