იერუსალიმი
ვტიროდი ცრემლის ამოშრობამდე,
სანთლის ჩაქრობამდე ვლოცულობდი
და იატაკის ჩატყდომამდე მუხლჩაჩოქილმა
მუჰამედსა და ქრისტეზე გკითხე
იერუსალიმო – წმინდანთა სუნთქვავ,
ზღვარო ცათა და მიწათა შორის,
ციხესიმაგრევ სწორთა, მართალთა,
ხბოს თვალა ბავშვის დამწვარო თითო
იერუსალიმო,
შენ წმინდანების დაჩრდილული ოაზისი ხარ,
შენი ქუჩები სევდიანია,
გლოვობენ შენი მინარეთები,
შენ ხარ შავებში ჩაცმული ქალწული,
ვინც კვირაძალზე ქრისტეშობის ზარების დარეკავს,
სათამაშოებს მიუტანს ბავშვებს.
იერუსალიმო, მწუხარების დიდო ქალაქო,
ვინ შეაჩერებს შენს თვალებში ზღვა ცრემლის დენას?
ვინ გარეცხავს შენს სისხლიანკედელს?
ვინ დაიცავს ბიბლიას?
ვინ დაიხსნის ყურანს?
ვინ გადაარჩენს ქრისტეს?
ვინ გადაარჩენს კაცთ?
იერუსალიმო, ჩემო ქალაქო,
ჩემო სიყვარულო იერუსალიმო
ხვალ ლიმნის ხენი აყვავდებიან,
ზეთისხილები გაიხარებენ,
შენი თვალები აცეკვდებიან
და შენს ღვთაებრივ სახურავებზე
დაბრუნდებიან შენი მტრედები უცხო ქვეყნიდან,
შენი შვილები მამებთან ერთად
ვარდისფერ სერზე ითამაშებენ,
ზეთის ხისა და მშვიდობის ქალაქო,
ჩემო ქალაქო.