წერილი სულელი ქალისგან
(წერილი კაცს)
ჩემო ძვირფასო ბატონო,
ეს არის წერილი სულელი ქალისგან,
ჩემამდეთუ მოუწერია შენთვის სულელ ქალს?
ჩემი სახელი? მოდი ეს თემა გვერდზე გადავდოთ,
რანია, ზეინაბ,
ჰინდი, ან ჰაფია
ყველაზე დიდი სისულელე,
რასაც ვატარებთ ჩემო ბატონო –
– სახელებია.
ჩემო ბატონო,
მე მეშინია ჩემი ფიქრების გახმოვანების,
მე მეშინია და რომ შემეძლოს ჩემო ბატონო,
დავწვავდი ზეცას
შენი აღმოსავლეთისთვის,
გავაუქმებდი ლურჯფერ წერილებს
კიდევ ქალების ემოციების ფეხქვეშ გათელვას,
ქალზე ოცნებას, როგორც უსულო, ძვირიან ნივთზე,
დანის ხმარებას,
ყასაბებსაც
და სიარშიყეს,
შავ ნაწნავების,
გაზაფხულების
და ვნებების დანაწევრებას
გავაუქმებდი.
ჩემო ბატონო,
შენი ამაყი აღმოსავლეთი
ქალის თავისგან ჭედავს გვირგვინებს.
ნუ განმსჯი ჩემო, დიდო ბატონო
ამ უსუსური წერილისათვის,
ამას როცა ვწერ, ხმალი ოთახის კარის მიღმაა,
ოთახის იქით ქარის, ძაღლების ყმუილი ისმის.
ჩემო ბატონო!
ანტარ ალ აბისიც კარის მიღმაა
და წერილი რომ დაინახოს
დამკლავს მხეცივით.
თავსაც მომაჭრის
წამებაზე რომ ავლაპარაკდე.
დამანაწევრებს ჩემო ბატონო
გამჭირვალე სამოსზე თუ შემავლო თვალი.
ჩემო ძვირფასო, მიუწვდომელო, ჩემო ბატონო
ქალებს შუბებით ადგანან შენს აღმოსავლეთში,
წინასწარმჭვრეტელად ირჩევენ კაცებს
და ქალებს უდაბნოს მტვერში მარხავენ.
ნუ გამიწყრები ჩემო ბატონო,
დაულაგებელი სტრიქონებისთვის.
ნუ გამიწყრები და რომ შემეძლოს
დროთა მანძილზე მონაქუჩებულ,
ყველა საჩივარს დავაწევრებდი.
და რომ შემეძლოს
ცნობიერებას გადავლუქავდი,
ანდა გაქცევა რომ შემეძლოს
ჰარემის კედლის გუმბათებიდან,
ავჯანყდებოდი ჩემი სიკვდილის წინააღმდეგ,
ჩემი ფესვების წინააღმდეგ,
კოლოსალური სასაკლაოს
და საფლავების წინააღმდეგ ავჯანყდებოდი.
ნუ გამიწყრები ჩემო ბატონო,
თუ მოგახვიე ჩემი გრძნობები,
ვერ აღაშფოთებპოეეზიისგან,
ან გრძნობებისგან
აღმოსავლელ კაცს.
გთხოვ, მომიტევე ეს სითავხედე.
ვწუხვარ ბატონო,
თუ თავხედურად შევუტიე კაცთა სამეფოს.
რაღა თქმა უნდა ლიტერატურას ქმნიან კაცები
და სიყვარულსაც მხოლოდ კაცები ინაწილებენ,
ქალთან ალერსიც იცვლება მხოლოდ
კაცის გაყიდულ ნარკოტიკებში.
ჩვენს ქვეყნებში ქალების თავისუფლება
ხომ ხანდაზმული ზღაპარია?
რამეთუ არ არსებობას თავისუფლება,
გარდა კაცების თავისუფლების.
ჩემო ბატონო, ჩემზე რაც გინდა ის გაიფიქრე:
სულელი… გიჟი… ზედაპირული…
სულერთია,
აღარ მეხება,
ვინც ყვება ქალის პრობლემებზე
სულელ ქალს ეძახის კაცის ლოგიკა
და დასასწყისში ხომ მოგახსენეთ?!
– სულელი ქალი ვარ.