ობლის  ლირიკა

 

“არტახიდან  ვარ  ამოზრდილი…”

 

ფერდებზე ხორცი თუ ამტკივდება

ჯერ შენ გაგიხსენო,

ჩემო უსმენელო იავნანავ.

დედის ხელმა რომ არ მიალერსა,

ალბათ ამიტომაც ვერ დამითბა

განათოში, ნაზამთრალი ჩემი ფერდები.

ბედისწერა იყო ჩემი აკვანის დამარწეველი:

ტირილი ღიმად მაჩნდა,

მარტო წოლა – თავზე მოვლებად,

თვალები ჩიტის მიტოვებულ ბუდეს მიგავდა.

სიცოცხლე იყო ალაგს აქეთ, ზღურბლის დარაჯად,

ამიტომ შორეთს გამიყოლა ობლის ძახილმა.

 

არტახიდან ვარ ამოზრდილი.

ქარი აფენია ჩემს სველ თმებში:

უპოვართ ზედ შეუშრიათ ცრემლი,

მოტირალთ ზედ შეუშრიათ ცრემლი,

ყველა მტკივანი ამცრემლებია თავზე.

მაგრამ ერთ გაზაფხულს იკმარებს გამოშრობა,

იკმარებს, თუკი თავი მივანდე.

ზედ დამიფრინდებიან ჩიტები,

მწვანე ხეები შემომავლებენ ფერხულს.

 

ზამთარი ორი წვრილი თვალით,

ორი შავი თვალით მომძახის,

თვალწინ მიტრიალებს თეთრ საბურველს:

– ვაი, შენ, ქარო ობლისა!

– ვაი, შენ, მიწავ ობლისა!

მეც ჩემს ფოთლებზე ვდგავარ:

ჩემი ცრემლებია ასე მცვენარე,

ჩემი ცრემლებია ასე დაღლილი,

საკუთარ შემოდგომას ვმღერი.

 

 

1 2 3 4 5 6 7