ლიჰრი

 

ვოი, ირინოლ, მზის ნაშიერო!

ვოი, ირინოლ, ასულო მზისავ!

ხორბლის თავთავებს შენი სასთუმალი მიაქვთ,

ხორბლის მწიფობა – ადევნებია შენს სიზმარს.

 

ცისკარი მზისწილ ხარობს,

ზეცისფრად იფურჩქნება ელვა.

რიჟრაჟი მიერეკება ხარებს,

მერცხლები შესევიან კირ-ქვას.

 

ხმელი მარცვლებია თივის,

აქა-იქ ბუდეებად აკინძული.

თივის გამომწვარი თმებით,

მზეა შენს აივანზე აკინძული.

 

დგახარ და უსმენ, –

რას უგალობს ჩიტი ავდრისას?

წვიმის მოთქმაში აყურადებ,

ვის მოუხმობს ჩიტი ავდრისას?

 

მდინარე კი მიედინება,

მიარწევს გაყინულ ფერდებს.

ნაპირებთან ყეფენ ძაღლები,

მდინარეში თევზები თვლემენ.

 

ვოი, ირინოლ, მზის ნაშიერო!

ვოი, ირინოლ, ასულო მზისავ!

ზამთარი ადევნებია შენს კვალს,

მარხილი – მოგდგომია წინკარს.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7