ქარის  სიმღერა

ეს გაზაფხული დამიმარცვლე,

მწვანე მწკრივი, შავი ხნულები.

ხეებს აღდგომის წვიმა სერავთ,

ბალახს – ვენახი.

ხეებს აღდგომის წვიმა სერავთ,

ცას – გაზაფხული.

 

თვალუწვდენელი სიშორიდან გადმოტოტილან

დედის ჟღალისფრად გათოშილი

თეთრი ხელები –

ვენახს მარგლავდნენ

ვიდრე ყანობს ახმიანებდი,

ვენახს მარგლავდნენ,

ვიდრე გულში მზე ტრიალებდა.

 

საით წახვედით, უწინდელო აპრილებო,

რა გზამ გიწიათ?

რა ქარ-წვიმაში დაფანტულან თქვენი დღეები?

თეთრად მწიფს მარტის სამყოფელი,

მიწა თბილია.

თეთრად მწიფს სოფლის ფერდობები,

სახლის კედლები.

 

ხეებს აღდგომის წვიმა სერავთ,

ცას – გაზაფხული.

ხეებს აღდგომის წვიმა სერავთ,

ბალახს – ვენახი.

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7