25 წლის შემდეგ 

 

 „ბობ, ახლა რამე უნდა მირჩიო“

                                           ჩარლზ ჩენდლერი

 

ბობ, აწი რაღა უნდა მირჩიო,

ბობ, მთებში წითლად უკვე დაღამდა.

და საშველია უგანაჩენო

და ერთადერთი – სისხლის აღება;

 

ბობ, უნდა მეთქვა ალბათ აქამდეც,

ბობ, რომ მივედი, ვნახე, დავმარცხდი…

და ვერ შევძელი მოსვლა შენამდე,

და ვერც შენს იქით –  თავი დავხარე…

 

ბობ, ჩავიკარგე – ცარცის ვაგონებს

შორის და ირგვლივ სქელი ნისლია

და საყვედურსაც  ნუ გამაგონებ –

წლები, რომლებიც მომცეს ნისიად

 

ვალში წაიღეს – ვერ გავუძელი,

ბოლო თეთრამდე მიანგარიშეს,

ტყავი გამძვრა და ვერ გავიქეცი,

წავიქეცი და  მიწა  – ბალიში…

 

ბობ, მიმატოვეს – ასე ავადმყოფს

ორსავ ლოყაში ხელი გამარტყეს,…

ბობ, და სანთლები უნდა დაანთო.

ბობ, ეკლესია. შუქი. ხატები.…

 

 

ბობ, აღარ შემრჩა გრამი ღირსება.

ბობ, გატეხილი ძილი… კარავი.…

ბობ, რაც უნდოდა ამ ბედს – ისეა,

ბობ, არ შემხედო: სხვა ვარ – არავინ….

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7