* * *

ნახე რამდენი ოთახი დაგიხატე

ზოგი მზიანი ზოგი მყუდრო

სადაც შემოხვალ

და მეტყვი ომი დასრულდაო

ომი დასრულდა

შენ კი არაფრით შემოდიხარ

გარეთ ისვრიან მოღალატეებიც გამოჩნდნენ და ლაჩრებიც

მხოლოდ გმირი არ გამოჩენილა

დაუნდობლად ხოცავენ ერთმანეთს

არაფერი ადამიანური არ შემორჩათ

გარეთ ისვრიან

გაცრუებულ იმედებს უნდობლობებს

და ვერ დარჩენებს

მე შეშინებული შიგნით ვზივარ

და შემდეგ ოთახს გიხატავ

რომელშიც შემოხვალ და მეტყვი

ომი დასრულდაო

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8