* * *

ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ღვთისმშობელ მარიამს

შევავედრებ უკანასკნელ გატეხილი ფიცივით

დაგინახო თუნდაც ერთხელ მითხრა რომ გიხარია

დაგინახო შენი ერთი გაბზარული სიცილით

 

ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ყველა შველას მპირდება

ყველა თითო ფრთას მაშველებს ბოლო იმედმოტეხილს

ისე მინდა გადავიქცე ზღვის უთვალავ ჩიტებად

და ზღვა იყოს ჩემი ოდნავ გადახრილი ოთახი

 

და შენ ისევ მოდიოდე შენი მოსვლით მივსებდე

მომავალ დღეს მიმავალ დღეს წასულსა თუ გასულ დღეს

ჩუმად მითხრა ჩაძინებულს ღვთისმშობელის კისერთან

რამე ისე მინდა ბოლო ეს სურვილი ასრულდეს…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8