* * *

მე მეგონა თოვლში იდექით

 

მე მეგონა თოვლში იდექით და

მეორე სართულზე მეძახდით

რომ თოვლში სათამაშოდ წავსულიყავით

რომ ერთმანეთისთვის გუნდები გვესროლა

 

მე მეგონა პარიზში ცხოვრობდით

ისე მენატრებოდით

თითქოს თბილისში ვერ გნახავდით

და სადმე ვერ წავიდოდით საღამოს

 

მე მეგონა წერილის მოწერა

სისუსტეში ჩამომერთმეოდა

თითქოს წერილების მოწერა არ შემეძლო

და თითქოს პარიზში ცხოვრობდით

ისე მიუწვდომელი მეგონეთ

 

მე მეგონა წლები გავიდა და

ყველა წყენა დაივიწყეთ კიდევაც

თქვენ კი მოხვედით და შური იძიეთ

და მერე საბოლოოდ დავეცი

 

მე მეგონა ძალიან მიყვარდით და

მე მეგონა ძალიან გიყვარდით

მე მეგონა ავიხდენდით ოცნებებს

მე მეგონა წავიდოდით პარიზში

 

 

1 2 3 4 5 6 7 8