* * *

აღარასდროს აღარაფერს არ ვინანებ

შევეგუები რო ნაძირალა ვარ

მშვიდად ამოგწოვ ჩემ წილ სიყვარულს

და ეს ყველაფერი

არცერთისთვის იქნება უმტკივნეულო

 

 

* * *

ის მთელი ღამე მიყვებოდა

მშვიდ ცხოვრებაზე

რომელიც ჩემთვის უცხო იყო

ფლირტზეც მომიყვა

რომელიც თურმე ჩემ არყოფნას ისე მოუხდა

მზეს გავდა

მე რო ჩავაბნელე

მე რო ჩავაქრე

 

დილით კი გარეთ გამოვედით

ის სამსახურში გავაცილე

მე ფსიქიატრთან წავედი და

მაშინ დაიწყო ყველაფერი

თითქოს თავიდან

მაშინ ვერ ვგრძნობდი დასასრულის მოახლოებას

 

 

1 2 3 4 5 6 7 8