* * *

სულ ასე ვიყო. და თუ მოვკვდე, ისიც დროებით.

სულ ასე ვიყო. დავიბადო მუდამ თავიდან.

სულ ასე ვიყო. ვივსებოდე განმარტოებით.

სულ ასე ვიყო. სხვანაირად ყოფნა არ მინდა.

*

მე მოვალ. ანუ დავბრუნდები. და ჩემ გარშემო

აღარ იქნება სინანული, როცა უძღები

სიყვარულივით, დავბრუნდები და ჩემს ნარჩენებს –

როლებში შესულ ღმერთს და ეშმაკს თუ დავუძვრები,

დაგემსგავსები და გამოვალ ყველა ბგერიდან.

შენამდე მოსულს გამაბრუნებს სუსტი სურვილიც.

 

სულ ასე ვიყო! როცა მხოლოდ სიკვდილს ვმღერი და

მარადიულად ვცოცხლობ, ბავშვის სიყვარულივით.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8