* * *

როგორ მეთამაშება მთვარე და შენც როგორ მეთამაშები

რა ლამაზი იყო გარედან ერთმანეთთან დარჩენა და გაშვებაც

ერთმანეთის და როდესაც გვხიბლავდა

ერთმანეთი სხვებსაც თითქოს ვხიბლავდით

და უცბად გამომაღვიძა ხიფათმა

ძალიან ლამაზი იყო ხიფათი

გელოდები და როდესაც მოდიხარ

მზად ვარ თითქოს და როდესაც მიდიხარ

რომ მოდიხარ მგონია რომ ტოტი ხარ

რომ მიდიხარ მგონია რომ ჩიტი ხარ

ქარი არი ქარი არი ქარია

გარშემო კი მორღვეული ღობეა

მოდიხარ და მე ისე მიხარია

აღარ ვიცი თუ რომელი ჯობია

რომ მიდიხარ და მიდიხარ და ჩიტი ხარ

თუ

რომ მოდიხარ და მოდიხარ და ტოტი ხარ

 

გაუნძრევლად იდგებიან ჯარის კაცები

პოლიტიკოსები შევლენ თავის კარვებში

და ჩვენ მხოლოდ მომღერლები გაგვიტაცებენ

მიყვარდი და რანაირად გამეშვი

მერე დიდ ქალაქებს ვნახავთ დიდ ზღვებს დიდ ხეებს

ყველგან წავალთ სადაც გვსურდა მე ვიმკურნალებ

სანამ გულის ყველა კედელს შემომითხელებს

მოლოდინი შემიძლია ჟურნალი

გადავშალო უშენობა რადგან ვხედავ რომ

სადღაც აქ ხარ სუნთქვა მესმის სივრცე მეჩვევა

სადღაც აქ ხარ და ყველაფრის მიუხედავად

მგონია შეგეძლო გადაგერჩინე

 

როგორ მეთამაშება მთვარე და შენც როგორ მეთამაშები

 

 

1 2 3 4 5 6 7 8