ბეთლემის ვარსკვლავი

 

ცაზე წერია
ყველაფერი დაბერვაა მაგრამ ხანდახან
ეს ცა ყრმას ბადებს
უსისხლოდ ფაფუკ სახვეველში
ოხვრა ახლავს თან მის გაჩენას

დაბადებისას სხვისას კელნის ჰოჰენლინდში
ქირურგი ამბობს კეთილი ახლა
უბრალოდ გავხსნით ელვას შემდეგ ისევე
შევკრავთ და სანამ
კვეთს და ამოჰყავს
მას ცალი თვალი
თითქოს ჭრილობაზე აქვს მაშინ როდესაც
მეორე იცვლის ჰაერში ადგილს
და ეკიდება სამხრეთ-აღმოსავლეთით
საღამოს ცაზე მთელი ეს კვირები
მკაფიოზე მკაფიოდ მჩინარ
წითელ წერტილზე სახელად მარსი

ეს საკეისრო გაკვეთაა
რასაც ახლახან ვაკეთებდით
მაღლა კოსმოსში მაცქერალი აცხადებს იგი
ვნებული კანით
თავით გამოქაჩული
თვალდამდგარი
ბობღვით მოდიხარ
საწოვრით გწევენ სხეულიდან
აი ეს არის დაბადება

საღამოს ცად მაღლა ბეთლემის
ჩამოაღწიე სადაც
და გაჩერება სამხრეთ იერუსალიმს
ავტობუსით მიტანებული ფეხით მიიწევ
მინდორ-მინდორ სამხრეთ-აღმოსავლეთით
ამ საღამოს ცად საომარი მდგომარეობის
გამოისობით მოქუფრულად
ბეთლემის მაღლა ვარსკვლავია
ამოკითხული
ან მარსის ზონდი ანდა
იტყვის ხალხი
და ჩაითქვამს გულში

კომეტა

 

1 2 3 4 5 6 7 8