ჰიბისკუსი

 

შენ დღეს საღამოს ტანგოს ისმენ და მეუბნები
შენ იწონებო მაგ მუსიკას მე კი ხომ იცი
უფრო სიჩუმეს ვამჯობინებ
და როცა ცეკვა გვინდა ხოლმე
შენ ყოველ ჯერზე ფეხზე მაბიჯებ
შენ მოეხიბლე სურნელოვან ჟასმინს
თეთრად აყვავილებულს
მე ვისმენ დედა როგორ უჩივის
მე გულისპირზე ჰიბისკუსს ვიბნევ
შენ წყვეტ ამ ყვავილს
როცა არსებობს ყვავილები პლასტმასისა და აბრეშუმის
მე წიგნს ვკითხულობ შენ შენსას ხურავ
არ გიხდებაო და რად ისვამ ტუჩებზე წითელს
და მე მივდივარ და ვიშორებ
თეთრ კაბას ვიცვამ და გეტყობა
შენს თვალში შავი გაცილებით უფრო მიხდება
მაგრამ ჩუმად ხარ დღე კი გრძელია
საათს საათი მისდევს ტაატით
გადააგდეო ჰიბისკუსი ნაგავში ამბობ
ალერგია მაქვს ყვავილებზე
თანაც დახურულ შენობაში შემდეგ ნებივრად
წვები ლოგინში და რაც უფრო ინთქმები ძილში
მით უფრო მღვიძავს და მით უფრო მეოცნებება

 

 

გერმანულიდან თარგმნა

ნიკა ჯორჯანელმა

 

 

1 2 3 4 5 6 7 8