სიღრმიდან

 

ამ წერილს მოსვლა არ სწეროდა უნდა არასდროს
ეს ნაწვერლებია
სოფლის ირგვლივ მომდგარი
ეს მეგობარი ქალია
ყურმილში მტირალი
ეს მუხებია შავი
თხრილთან მდგომარე
ეს ციხე-დარბაზია ყველას დამშინებელი
ყველასათვის ცხადი რომ არი
ეს მეგობარი ქალი არი თმით მოფრიალით
სიჩუმეს უმღერს ციხე-დარბაზთან მომდგარს
ეს სიჩუმეა სოფელი რომ
კვლავ და კვლავ მოთქვამს
ეს ისაა ყოველ ფანჯარას ყოველ კარს უკან
ვიღაცა რომ დგას
ეს ნაწვერლებია აწ რომ
მომკილ იქნება
ეს მეგობარი ქალი არი მზრალი ხელებით
ვალსების მკვრელი პიანინოზე
ეს ისაა რომ ზედმეტი მორიდებისგან
ვეღარ ვიცეკვეთ
მან თქვა
რომ ეს ის იშვიათი შემთხვევებია
ბედმა რომ თავი თავისუფლად
და სანდომად გეგრძნო ინება
ეს წერილი მეგობარი ქალის სიკვდილს
იტყობინება

 

1 2 3 4 5 6 7 8