ყინვა

 

ბალბიფოთოლა ჯერაც ჩნდება ნოემბერში სანამ მოყინავს
სახლში ის ფანჯრის რაფაზე დგას
და მორწყვა უნდა
და საღამოზე ქალიშვილი ჩემი ეხება მას და ღიმილით ამბობს
აქ ისეთივე სურნელია როგორც იქო ლიმონები სადაც ყვავიან
და შემდეგ დილით თბილი საცვლებით
სავსე ჩემოდნით მიდის კელნიდან
პოლონეთში როგორც იუწყება ამინდის ცნობა
დიდყინვობაა იანვარში მოსალოდნელი
ავტობუსი სკოლის მოსწავლეებით
ჩერდება ბუხენვალდში
ეს უკვე კარგა დაშორებით აღმოსავლეთში
გზაზე მდებარე ვაიმარი
მოქადნე არის ზღვა კულტურის
თან რომ უნდა წაიღონ ექსკურსიაზე აუშვიცში
თავიანთი მგზავრობის მიზნად
ვინაიდან იქ მათ მხოლოდ თავზარი ელით
საკმარისი იყო გასულიყო ავტობუსი
რომ აქ თანდათან უფრო ცივდება
და ვრწყავ ყვავილებს შინ
და ლიმონების ფოთლების და
ძველი ხის სუნი დატრიალებს
და მეფიქრება ჩემს ქალიშვილზე
მჯდომზე იმ თავის ავტობუსში
და გამუდმებით რომ ვბერდები
კიდევ ამაზე

 

 

1 2 3 4 5 6 7 8