ფორთოხლის ჯემი

 

და სიგარეტი რომელსაც ნამწვის
ჩამწარებამდე ვეწეოდით მოოქროსფრო კარაქი
ხელს რომ ვაყოლებდით სუპერმარკეტში და ვისვამდით
მუდამ თეთრ პურზე ლამის გამდნარს და მხატვარი
რომ გვიყვარდა და მოდიოდა ხოლმე ხშირად
და მოჰქონდა შამპანური და ამბობდა დიად რამეებს
ნაღების ტორტი ტყის თხილითა და მარციპანით
რომ ვამკობდით და მერე ვნთქავდით მადიანად
სიგარეტი ფეხებს ამძიმებს განვაჩინებდით
დილით და ვთვლიდით ნამწვებს საფერფლეებში
და წუხანდელის მონარჩენებს ვეტანებოდით
და შემდეგ შავ ერთჯერად ჩაის რძითა და შაქრით
ვატანდით ხოლმე პურის კვერებს ეს ხომ განა რა ღირდა
ზედ კარაქით და ფორთოხლის ჯემით და ფანჯრიდან
კელნს გავყურებდით ზოგჯერ გადაკრულები
ხშირად მშივრებიც სტუდენტური ყოფა არხეინი იყო ასეთი
და ვხარხარებდით დამთხვეულები
და გავდიოდით კვამლით სავსე ფილტვებით
და ბრტყელი პურით კარაქით და ფორთოხლის ჯემით
ამოყორილი მუცლებით გარეთ

 

 

1 2 3 4 5 6 7 8