ზაბინე შიფნერი
ზაბინე შიფნერი
ზაბინე შიფნერი – გერმანელი პოეტი. დაიბადა ბრემენში 1965 წელს. სწავლობდა თეატრისმცოდნეობას, გერმანისტიკასა და განათლების ფსიქოლოგიას კელნში. მისი პირველი პოეტური კრებული 1995 წელს გამოიცა. ლექსების გარდა, წერს პროზას და რადიოდადგმებს. აგრეთვე თარგმნის ესპანურიდან, ინგლისურიდან და ფრანგულიდან. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, კატალანურ, პოლონურ, ჩეხურ და ქართულ ენებზე. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი გერმანული ლიტერატურული პრემია. ქართველ მთარგმნელებთან თანამშრომლობით თარგმნილი აქვს ქართული პოეზიის რამდენიმე კრებული (ნიკა ჯორჯანელის, რატი ამაღლობელის, ზურაბ რთველიაშვ...

ზაბინე შიფნერი – გერმანელი პოეტი. დაიბადა ბრემენში 1965 წელს. სწავლობდა თეატრისმცოდნეობას, გერმანისტიკასა და განათლების ფსიქოლოგიას კელნში. მისი პირველი პოეტური კრებული 1995 წელს გამოიცა. ლექსების გარდა, წერს პროზას და რადიოდადგმებს. აგრეთვე თარგმნის ესპანურიდან, ინგლისურიდან და ფრანგულიდან.

მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, კატალანურ, პოლონურ, ჩეხურ და ქართულ ენებზე. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი გერმანული ლიტერატურული პრემია.

ქართველ მთარგმნელებთან თანამშრომლობით თარგმნილი აქვს ქართული პოეზიის რამდენიმე კრებული (ნიკა ჯორჯანელის, რატი ამაღლობელის, ზურაბ რთველიაშვილის და სხვათა).

მეტი მაჩვენე ნაკლები