***🙃

 

რამდენი მეგობრის სახემ მოიყარა ჩემ გულზე

რამდენი მეგობრის სიკეთე ვიგრძენი ჩემ გულში

ის მტკივა ვინც უნდა გავუშვა და ვისაც ვერ ვუშვებ

ის მტკივა ვინც უნდა წავიდეს და წასვლას ვერ ვუშლი

 

აფრინდნენ ყვავები და თითქოს სიკვდილი დაჩხავლეს

აფრინდნენ ყვავები და თითქოს სარკმელთან განათდა

ასეთი უდროო უმიზნო უხორცო ლაჩარი

გულწრფელი ღიმილით წარვსდგები სულ მართალ ქალაქთან

 

რამდენი ბავშვი და რამდენი ნათელი გულია

რამდენი ჟირაფი რამდენი ზებრა და მარტორქა

 

რამდენჯერ დაბრუნდა წერილი ცრემლიან ავტორთან

 

აფრინდნენ ყვავები სარკმლის წინ თითქოს წრეს უვლიან

აფრინდნენ ყვავები მართავენ სიკვდილის რიტუალს

 

არც რამე ნაღველი მზით სავსე ოთახში მარტო ვარ

ოღონდ ის არ ვიცი მართლა ვარ თუ ისევ ვითომ ვარ

 

 

1 2 3 4 5 6 7