***

შენ ფიქრობ ამ ტექსტს სინანულის ლოცვა ქვია და

ის კი არ იცი ვმღერი როგორ დამაგვიანდა

 

როგორ დავუშვი შეცდომები როგორ დავუშვი

ყველა ფარდა და ყველა ნიჭი ბედნიერების

რას მიხვდებოდი იმ ქარში და აურზაურში

რა მართალი და ცხელი იყო ჩემი ხელები

 

დილიდან ვმღერი საღამოდან შუაღამიდან

ვმღერი რამდენი უსასრულო წამი გავიდა

 

შენში ჩაფლობის შენგან წასვლის შენთან დარჩენის

ვმღერი შენს ხელებს შენს მხრებს ვმღერი თვალებს წამწამებს

ყველა არშველა სულ ერთბაშადა გადამარჩინე

შური იძიე ყველა ცილი ერთად დამწამე

 

რაც მე დაგწამე რაც დაგწამე უკვე მე თვითონ

ჩიტებს ვუსმენ და გაბრუებულს მინდა როგორმე

სინანულის ლოცვა შევთითხნო

 

 

1 2 3 4 5 6 7