***

ჩემი ლოცვა ლტოლვილთა სახლებს გასწვდა

და გაგრძელდა სამოთხე

ცეკვავ და არაფრის თქმას აზრი არა აქვს

ვერავინ გაიგებს.
ზოგჯერ როგორ შეგიძლია იყო ღმერთი

 

 

***

ვიღაცა მუდამ იქნება გარეთ.
თუნდაც მოხუცი ანდა შეშლილი.
სულ რომ არავინ, ასეთ დროს მთვარე
ხომ მაინც გდია ცაზე, ლეშივით.
არაფერია, გაგივლის მალე
ყველა ბორგვა და წამოძახილი.
ხან ცას მიაპყრობ გაყინულ თვალებს,
ხანაც მიწისკენ გრჩება დახრილი.

ვიღაცა მუდამ იქნება გარეთ.
ვინმე მოვა და მაინც გიშველის.
ხან ტვირთისაგან გეღლება მხარი,
ხან ლამის მკვდარი ბავშვი იშვილო.
არაფერია, გაგივლის მალე.
დრო მოვა, დროს და გზას გააგრძელებ.
და ვინმეს ნებით ან უფრო ძალით
იცხოვრებს შენი რაღაც ნაწილი.

 

1 2 3 4 5 6 7