***

რამდენად ნაბიჭვარიც უნდა იყო,
არიან ბავშვები
და არის იმედი,
რომ მათ თუნდაც ერთხელ კიდევ ნახავ
და თავზე ხელს გადაგისვამენ,
მაგრამ აუღელვებლად განაგრძობ ნაბიჭვრობას.
🙃

რამდენად მკვდარიც უნდა იყო,
არის ადამიანი,
რომელმაც იცის, რომ ამ სიკვდილსაც თამაშობ,
მაგრამ აუღელვებლად განაგრძობ კვდომას.
🙃

რამდენად იყიდები?
რამდენად იყიდები?
საკმაო კომფორტი შეუძლიათ შემოგთავაზონ.

მე უკვე ვხედავ შენს მაცდურ ღიმილს.
მზად ხარ, ერთ ძილზეც გაიყიდო.
🙃

შორს გუმბათი ბეთანიის ტაააძრის
და ცისფერი უბორკილო დღე
🙃

ნუ ამოხვალ ყვავილო
ნუ ამოხვალ გულო
საგულეში ჩადექი
ჩემო დაჩაგრულო
ნუ ამოხვალ ყვავილო
მიწას მიებარე
შენ ყოველთვის გარეთ ხარ
სულ სულ სულ სულ გარეთ
დაივიწყე მშობელი
და ძვირფასი სატრფო
ხარ უბრალოდ ობოლი
ყველაფერი გართობს
მალე გამოგსრუტავენ
ბოლო ცრემლს და შვებას
უმზერ შენს აუტანელ
ყოფას როგორ შრება
ასე ნაწილ-ნაწილად
რა იციან სხვებმა
რა იციან სხვებმა რომ
მთავარია ერთი
ეჭვი არ შეგეპაროს
ეჭვი არ შეგეპაროს
აღარცერთი წვეთი
ყველაფერი გაივლის
შენც გაივლი მასთან
ერთად ვისაც სურდი
ვინც გინდოდა თვითონ
ოღონდ მშვიდად დახრილი
თვალებით და ფრთებით
ეჭვი არ შეგეპაროს
ეჭვი არ შეგეპაროს
მკვდარი გულიც თბება
და შენც ასე დაღლილი
შიგადაშიგ თბები
ვინმეს უნდა კითხო
ამინდები კარგი და
ამინდები ცუდი
თუ რამდენ ხანს გასტანს
რადგან ბოლო კადრიდან
კარგად გახსოვს ენთო და
კარგად გახსოვს ენთე
ღმერთი ასე ერთობა
ცინიკოსი ღმერთი
🙃

 

1 2 3 4 5 6 7