ჯანდაბა

მამაჩემს ეგონა,

„ჯანდაბა“ შორიახლო იყო.

დედაჩემი აგზავნიდა ხოლმე,

მაგრამ შუა გზიდან

აბრუნებდა.

მერე გათამამდნენ ორივენი:

ერთმა წყევლა მოიმარჯვა,

მეორემ – დაბრუნება.

ერთხელაც „არმოსვლაში“

გააგზავნა,

იქიდან უკვდავების წყლის

მოსატანად.

ეტყობა, სმას გადაყვა

და აღარ მოდის მამაჩემი.

ბედის საძებნელად მიმავალი ეგონებოდათ,

ისეთი ახალგაზრდა და არხეინი იყო,

„არმოსვლაში“ მარტოხელა ქალები ცხოვრობენ

და სხვა გზასაცდენილებივით,

დაიტაცეს მამაჩემი.

უკვე დაბერებულა კიდეც

და დაშლილ ბაბუა წვერას

ნაწილ-ნაწილ მიგზავნიან

უმისამართო ქვეყნიდან.

 

1 2 3 4 5 6