რუსუდან კაიშაური
რუსუდან კაიშაური დაიბადა 1957 წელს თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი .
მუშაობს „კავკასიურ სახლთან“ არსებულ საკვირაო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად, ასევე, კითხულობს ლექციებს კავკასიურ უნივერსიტეტში.
გამოცემული აქვს ლექსების სამი კრებული. მისი ლექსები ითარგმნა ლატვიურ ენაზეც.