მეორადები

შემომესწავლა ცხოვრება

ყოველდღე გამეორებით,

ფსალმუნებისა არ იყოს.

ბოლოდან უნდა იწყებდე

ყმაწვილობას

და არა სიბერეს.

დაბადებიდან ჩაიჩხრიალე თვალებში

სიბერე, გზადაგზა გაფლანგე.

მსუბუქად ტრიალებდა ჩემი

ახალგაზრდობა,

გარეთ გამოვარდნილ გულს

უკან ვეღარ ვაბრუნებდი

და ამ სიცარიელეში

მეტენებოდნენ ადამიანები.

სარკეში უკვე სამოცი წლის ვარ

და ხელს არ გიშვებ.

მინდა გაგამყარო,

რომ არ გავიწელო

სიგრძე-სიგანეში.

ამას არავინ გააპროტესტებს,

ჩემი ჩათვლით.

ჟონგლიორობენ ადამიანები

საკუთარ თავით.

ცხოვრებას ვიზოგავდი

და სიჩუმე გავცვითე,

ამოვეფარე და ტანსაცმელს ვამოძრავებ

ძვლების საკიდზე.

ძალიან ბევრი აქციაა,

განსაკუთრებით შარვლებზე,

მაგრამ აღარ მიზიდავს.

ეს იყო რეპორტაჟი

მეორადების მაღაზიიდან.

 

1 2 3 4 5 6