* * * 

ჩემს ქალიშვილს ექვსი დღე არ გაუღიმია. მეშვიდე დღეს მითხრა, რომ სკოლაში ვერ წავიდოდა.

„აუცილებლად უნდა წახვიდე სკოლაში,“ ვუთხარი მე. „სხვანაირად როგორ დაიბრუნებ შენს მეგობრებს?“

„და თუ არ შემიძლია?“ ლამის დაიყმუვლა მან. „და თუ უკან ვერ ვიბრუნებ?“

„მართლა ფიქრობ, რომ ვეღარ დაიბრუნებ?“

„შენ სულ არ გადარდებს, რომ ჩვენი მეგობარი აღარ მოდის ჩვენთან. დედებს საერთოდ არ აქვთ გრძნობები და პროგრესის მტრები არიან.”

(ძალიან მაინტერესებს, ვის ელაპარაკა ჩემი ქალიშვილი ამ ბოლო დროს, ალბათ ვინმეს, ვისაც მამამის მსგავსი იუმორის გრძნობა აქვს…)

ფეხის გულზე მანამ ვუღუტუნე, ვიდრე ყვირილი არ მორთო.

„პროგრესის მტერი ერთ რამეს გეტყვის ახლა,“ ვუთხარი მე. „არასოდეს ვდარდობ, როდესაც ჩემი მეგობარი შორს მიდის, რადგან სადაც გინდა წავიდეს, ვიცი, რომ ის იმ ადგილს კეთილ ადგილად აქცევს. ადგილი, რომელიც რუქაზე საეჭვოდ გამოიყურება, მეგობრების ჩასვლის შემდეგ ისეთ ადგილად იქცევა, სადაც ყოფნა დიდი სიამოვნებაა. შეიძლება, შენი მეგობარი შენს შესახებ ახალ მეგობრებს უამბობს, ამ დროს  თითქოს  შენ თავად ხარ იქ და ბოლოს გამოდის, რომ შენ ერთდროულად რამდენიმე ადგილას იმყოფები. რეალურად, ჩემო გოგონა, მე დიდი სიამოვნებით წავიდოდი იქ, სადაც ჩემი მეგობრები არიან, და რაც უფრო შორს წავლენ შენი მეგობრები, მით უკეთესი, რადგან მთელ მსოფლიოში უსაფრთხოდ გადაადგილება შეგეძლება…“

„უფ“ – ამოიძახა ჩემმა ქალიშვილმა.

 

 

 

ინგლისურიდან თარგმნა

დალილა გოგიამ

1 2 3 4 5 6