ჰელენ ოიეიემი
ჰელენ ოიეიემი (Helen Oyeyemi) – ბრიტანელი მწერალი, ესეისტი, დრამატურგი, 1984 წელს დაიბადა. მისმა პირველივე ნამუშევრებმა კრიტიკოსების ყურადღება დაიმსახურა. დღემდე ჰელენ ოიეიემს გამოქვეყნებული აქვს ხუთი რომანი და ერთი მოთხრობების კრებული. მისი ყველა წიგნი არაერთი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. მისი მოთხრობა „ჩემი რასისტი ქალიშვილი“ BBC -ის 2010 წლის მოთხრობების კონკურსის გამარჯვებული გახდა.