***

ზოგჯერ ისე ვარ,

მომდომებია სხვას გავყვე თავის ცხოვრებაში.

ჩემი ოთახი დავტოვო და ფეხი ავუწყო.

ერთად ვჭამდეთ და ვიძინებდეთ.

ვზეიმობდეთ და გვიხაროდეს.

ვინმეს, სულ უცხოს

ან მეგობარს, რომელიც მიწის

კომფორტული ბინადარია.

ბედნიერია და არ იცის.

რომლის სახლში ტელევიზორის ხმა ისმის და

საჭმლის სუნი ტრიალებს.

და ვღელავდე მასთან ერთად.

მაწინაურებდნენ და მაქვეითებდნენ.

რომ ვიგრძნო საახალწლოდ მორთული ქუჩების სიხარული.

რომ ჩავუსაფრდე დიდ ფასდაკლებებს.

ვიყო კარგი

ან ვიყო ცუდი

ან რა აზრი აქვს

თუკი ცხოვრობ.

1 2 3 4 5 6 7