***

შენი თვალების ტოტებზე რომ ჩამოვსხდები
შენი თვალების ტოტებიდან რომ ავფრინდები
შენი შრიალით სხეული რომ ამევსება
ნება მომეცი სიხარულით ავქვითინდე

დიდი ხანია გამჭვირვალე სარკმლებიდან
შენს ხვეულებში წვიმასავით რომ ვიღვრები
ჩემი სიკვდილი ერთხელაც რომ გაგებედა
ჩემი სიკვდილი თვითონვე რომ მომიყვები

ერთ მშვენიერ დღეს
მახანგრძლივებს წყვეტილებად

მზად ვარ უშენო ყველა სახლი მივატოვო

 

 

 

1 2 3 4 5 6 7