***

შენი სხეულის მკრთალ ლაქებზე ჩემი ჩრდილები
და შენი შუქი ჩემს ჩრდილებზე და ბედისწერა.
ჩუმად ვიქნები. ის ხომ მაინც გეცოდინება,
სადაც ჩადგები და რა დროსაც, სწორედ ის წრე ვარ.

მიყვარდი მაშინ და არ მითქვამს. ხელებს ვიმტვრევდი.
ხმას ვისერავდი და მერე კი შიშმა გამსრისა.
ყოველი შენი უხმაუროდ გარეთ გასვლისას,
ვხვდებოდი ღამეს. რომ ღამეს ვერ გადავიტანდი.

რამდენი რამე ვუსურვე და ვერ ავათვისე
გულს. შენი ხელი ჩემს გულზე და მისი ჩრდილები.
და ჩემი ხელი შენს გულზე და თუ ამიტომაც
ჩუმად ვიქნები, ის ხომ მაინც გეცოდინება,
სადაც ისურვებ და რა დროსაც, სწორედ ის დრო ვარ.

1 2 3 4 5 6 7