***

მე შენი ფერადი ღმერთი ვარ. გახსენი
ღიმილი. მოწყენა. მე შენი ფერადი
ღმერთი ვარ. მე ვდუმდი. და დუმილს ვბერავდი.
შენამდე მოსასვლელ დუმილებს. ასევე

სუყველგან მიყვარდი. სუყვლგან მტანჯავდი.
და იმ დღეს გახსენებ ან იმ თოვლს გახსენებ
რომ თოვდა და თოვლში მთლიანად არ ჩანდა
არცერთი სურვილი, არც გადავიწყება
და მსურდი დათოვლილ გზებად და მიწებად.

მე შენი ფერადი ღმერთი ვარ ქუჩაში,
სახლში და ტრანსპორტში. ყველაზე მართალი
ღმერთი ვარ. და გხედავ და გდარდობ თუნდ ასე.
შენ ჩემი ფერმკრთალი ღმერთი ხარ – ზამთარი.

 

1 2 3 4 5 6 7