***

წვიმს. წვიმით ახალს ვერაფერს გიმხელ.
წვიმს. წვიმით თითქმის აღარ ვმძიმდები.
სული მიწურად და ხორცი ციხედ.
სულში ჩაზრდილი სტალაგმიტებით.
და ხორცში მრავალ რკინის გისოსით.
და იმდენივე გზითა თუ ჩიხით.
მიყურე, ზევით როგორ მივცოცავ.
წვიმს. წვიმით თითქმის აღარ ვმძიმდები.
წვიმს. წვიმით ახალს ვერაფერს გიმხელ.
მხოლოდ გეჩვევი და აღელვებულ
ხაზებს და რგოლებს მუჭებში ვმალავ.
ისე ძალიან, რომ ხან ხელების
შენკენ გამოწვდის არ მრჩება ძალა.
მე მუდამ ვხედავ ამ გზას და გზაზე
დაბნეულ მგზავრს და ამ მგზავრის ლოდინს.
ჯერ არ ვყოფილვარ ასეთი ნაზი.
ვტირი და მინდა იმედი მქონდეს.
არ დაგავიწყდეს, რომ მიხაროდა,
თუ უსიცოცხლო ხმებმა დამფარეს.
შენთვის ვრჩები კვლავ სამწუხარო და
საიმედოც კი, როგორც საფლავი.

წვიმს. წვიმით ახლა ვერაფერს გიმხელ,
იმაზე მეტს, რომ შენს სუნში მძინავს.

 

1 2 3 4 5 6 7