***

ბოლო დროს ჩამრთველ-ამომრთველის
ერთმანეთისგან გარჩევა მიჭირს
ვერაფრით ვიხსენებ
შემთხვევით შემხვედრ ადამიანებთან რა მაკავშირებს
რამდენად თბილად მოვიკითხო
ხშირად მგონია გაზაფხულია
იშვიათად ზამთარიც
თითქმის სულ რაღაცას ველოდები
კონკრეტულსაც კი
მაგრამ ვერასოდეს ვიხსენებ რას

იღბლიანი ვარ
და მეტი არაფერი ხდება ჩემ თავს

 

 

1 2 3 4 5 6 7