მიჰრაბი*

სიცარიელე იყო და ნიავი ხარ.

სიშავე იყო და ვარსკვლავი ხარ.

არსებობა იყო და ჩურჩული ხარ.

ბაგე იყო და ვედრება ხარ.

,,მე“ იყო და ,,შენ“ ხარ.

ლოცვა და მიჰრაბი.

 

  • შემაღლებული ადგილი მეჩეთში, საკურთხეველი.

 

 

რამდენი

აქ არის! მოდით! ფანჯარა გააღეთ! მე და კიდევ სხვა მეებო:

მეს ათასი ათინათი წყალში…

ნათელი მთვარე მნათი იხილე ფოთლის ცახცახზე, ჩემს ნაფიქრალზე, სიკვდილის გზაზე.

აქ ლოტოსებია, კარიბჭეები სამოთხისაკენ და ღმერთისაკენ.

აქ აივანი, გონის დუმილი, ფსიქიკის ფრენაა.

დროის ბაღში მარტო არ დავრჩენილვართ, ო, ქვავ და მზერავ, ხევ და წარმოდგენავ,

განა არ დავრჩენილვართ?

მე ჩემი კლდის მე ვარ, შენ შენის რტო ხარ,

ეს ვარდის ბანი, – დიახ, ეს ვარდის ბანი, – მიწაა, მე და ვარაუდი.

და რაღა იყო ეს ფერის ლაქა, ეს მსუბუქი ბოლი? პეპელამ ჩაიარა? ზღაპარი ამოქროლდა?

არა, ეს ფერის ლაქა, ეს მსუბუქი ბოლი პეპელა არ ყოფილა, მე ვიყავი

და შენ. ზღაპარი არ ყოფილა:

ჩვენ და თქვენ ვიყავით!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8