ალერსის ტალღა, მორევო!

მთის მწვერვალებზე შემაფრთხიალე,
დავიწყების წკრიალო,
ღმერთმა დასწყევლოს მშვენიერება, მბრდღვინავი მრუმე წყალი ხომ მაინცა მაქვს.
შენ ანაზდეულად ლამაზი ხარ, მორევია შენი სხეული.
შენმა ტალღამ დაიპყრო ჩემი სამფლობელო.
შენ გიპოვე და ცანი შევიცანი.
შენ გიპოვე, კარები გამოვაღე, ტოტები წავიკითხე.
ჩამოვარდეს ფოთოლი, რომელიც შენი ქროლვის ჰანგზე არ ათრთოლდება.
წამწამები აგიცახცახდა: ზმანება ჩაიბურდა.
აძგერდი: ყვავილის წვენი ამოძრავდა.
გაგეღვიძა: სამყარომ თავი წამოსწია, ნაკადული წამოხტა ადგილიდან.
გზას გაუდექი: გზის ვერცხლი ღიღინში ჩაიძირა.
შენს ხელისგულშია სხვად ქცევის ძაფის წვერი.
მშვენიერების შიშით მივსხლტი და რა ამაოდ! – მთელი სივრცე უკვე შენ გიკავია!
შენი გახსენება სამყაროს სევდით ავსებს, და დავიწყება არის ალქიმია.
სევდაში გადავდნი, დიდო და კაშკაშავ.
თავი გააქნიე, არსებობის ღამეს ჩამოაქცევს მიწის სხვა ვარსკვლავი.
სანახი ხარ, ნახვის გარეთ მყოფო!
შენი უსაზღვროება მაშინებს, მეგობარო,

მოფერების ტალღა…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8