მამუკა ხაზარაძის ადვოკატი პროკურატურას დღეს იმ წერილის დედანს გადასცემს, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებით, შეიცავს მუქარას და მისი ავტორი გიორგი გახარიაა.
ზვიად კორძაძემ წერილის დედანი დღეს პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს აჩვენა და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის დეტალებზე ილაპარაკა.