დილიდან თბილისსა და რეგიონებში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივს მიაგებდნენ რიგითი მოქალაქეები, ასევე ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები.
პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიებას, პრემიერ-მინისტრმა დღეს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი უწოდა.
ბურუსით მოცული საქმის გახსნას ელოდებიან გამსახურდიას ოჯახის წევრებიც და ამბობენ, რომ სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში გაცემული დაპირების მიუხედავად, მთავარი შეკითხვები ჯერ ისევ უპასუხოდ რჩება.