ზვიად ძიძიგურის განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტმა დღეს არჩევნების თარიღი ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს. მისი თქმით, არჩევნების ჩატარების დრო არის ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირა და საარჩევნო კოდექსით დადგენილია, რომ 60 დღით ადრე უნდა დაინიშნოს არჩევნები. ამის შემდეგ კი, ოფიციალურად გაიხსნება საარჩევნო კამპანია. მან კოალიციური მთავრობის შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლებლობა საკმაოდ დიდია.