საქართველოს „კონსერვატიული პარტია“ ლიბერალურ პარტიებს დებატებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამომრჩევლისთვის საინტერესოა კანდიდატების შეხედულებები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის რელიგია, ნარკოლიბერალიზაცია, ერთნაირ სქესიანთა ქორწინება. ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მზად არის ამ თემებზე მის კონკურენტებთან დებატები გამართოს, რადგან ამ საკითხებზე არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება.