ზურიკო დავითაშვილი შეუჩერებელია – სწორედ ასე აფასებს უცხოური პრესა ქართველ ნახევარმცველს, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა. ზურიკო „სენტ ეტიენს“ „ოსერის“ დამარცხებაში დაეხმარა და ანალიტიკური ვებგვერდებისგან უმაღლესი შეფასებებიც დაიმსახურა. პორტალმა Flashscore-მა მას 9,0 ქულა დაუწერა, Whoscored-მა კი ქართველი ფეხბურთელის თამაში უმაღლესი, 10 ქულით შეაფასა.