საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება. საკითხს კენჭი მომდევნო კვირაში ეყრება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ვეტოში სამართლებრივი მოტივირებული შენიშვნები არ არსებობს. ვეტოს დაძლევის დროს ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვას აანონსებს. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, ვეტო არ დაძლიონ.