ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის, ვინ გააგრძელებს პრეზიდენტთან თანამშრომლობას ქართული ქარტიის გარშემო და ვინ იქნება წინააღმდეგი საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის დასახელების. ქარტიის ხელმომწერები იზიარებენ დოკუმენტის სულისკვეთებას, თუმცა მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა.

„ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ აღნიშნავენ, რომ ამაზე შეთანხმება არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. ლიდერები განმარტავენ, რომ ახლა არ არის მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო. „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვის და როდის დაასახელებს, თუმცა, მათი მთავარი გზავნილია, რომ აღნიშნული მთავრობა არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დაკომპლექტებული. გახარიას გუნდში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ქარტიის ერთგული რჩებიან. განცხადებებს ეხმაურებიან ქარტიაზე არახელმომწერი პარტია „გირჩის“ წევრებიც. ისინი სკეპტიკურად არიან განწყობილნი და განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ოპოზიციის განცალკავებას ტექნიკური მთავრობით.

„ქართული ოცნების“ ლიდერები კი ყურადღებას კვლავ კონსტიტუციის დარღვევასა და გარედან მართულ პროცესებზე ამახვილებენ. ტექნიკური მთავრობის საკითხს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა.