პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, უკვე მეოთხე, დღეა შეფასებების საკითხია. მმართველი გუნდის ინიციატივას ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ლინას ლინკევიჩუსმა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა შეაფასა და საქართველოს საკითხებზე მის მუშაობას, თანმიმდევრული უწოდა. ლიეტუვის საგარეო უწყების, ყოფილი პირველი პირის მოსაზრებით, იმპიჩმენტის პროცედურა, ქვეყნის შიდა საქმეა.
საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ასევე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც. მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დახმარება სურს და ის მიჰყვება საქართველოს კონსტიტუციას, იმპიჩმენტის პროცედურა კი ჰგავს ხუმრობას.