ზურაბიშვილის განცხადება - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

ისევ შეფასებების თემაა სალომე ზურაბიშვილის განცხადება ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც პაველ ჰერჩინსკიმ ქარტიას და ქარტიის სამოქმედო გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ დისკუსიას არ დაესწრებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის საელჩოდან კი ტელეკომპანია „იმედმა“ ასეთი პასუხი მიიღო: „ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია, ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საჭიროა განმარტებები მხარეებისგან, რომელი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.